სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/gcfhjfg.JPG

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.  

ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს, ასევე, ის პროექტები წარუდგინა მოსაწონებლად, რომელიც  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება.

ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი).

საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ  დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო. მანანა ბარბაქაძემ იმ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც პირადი თუ საკრებულოს წევრების ინიციატივით განხორციელდა. დასასრულს კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მერიასთან აქტიური თანამშროლობისთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შედეგებისთვის მნიშვნელოვანია საკრებულოსა და მერიის აქტიური ურთიერთკავშირი. წარმატებები ერთად გავქვს და პრობლემებზეც ერთობლივად ვართ პასუხისმგებლები“ - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

მანანა ბარბაქაძემ საკრებულოს წევრებს საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ წარუდგინა საკითხი.  

ზემოთ აღნიშნული ყველა საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

ნანახია: 572 - ჯერ