სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/318772658_135992499255651_2510133961935628289_n.jpg

ხარაგაულელები ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულებად დასახელდნენ

ხარაგაულის მერის მრჩევლის კულტურის საკითხებში, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე) და  ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე (სოფელი ჭარტალი) დასახელდნენ.

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი , სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე.

გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.

 

ნანახია: 415 - ჯერ