სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0007.JPG

ფარცხნალი - გაიგე რა გაკეთდა შენს სოფელში 2022 წელს

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი - ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის.

2022 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან  ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში ორი პროექტი დაფინანსდა.

დასრულდა ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია.

ბეტონის საფარი დაიგო ბარის უბანში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს  ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ: მოსახლეობის მოთხოვნით, გარე განათების ქსელი მოეწყო ახალსოფელში.

გასწორხაზოვნდა ახალსოფლის, ღუდუმექეთის  და ფარცხნალის საუბნო გზები.

სანიაღვრე არხის მოეწყო სოფელ ისლარში.

მოსახლეობის თხოვნით, წყლის სისტემა მოეწყო სოფელ ფარცხნალსა და ღუდუმექეთში.

მოეწყო სოფლის წისქვილი.

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ოთხი სოფლის  ფარცხნალის ღუდუმექეთის, ისლარის და ახალსოფლის მთავარი საავტომობილო გზები სრულად მობეტონებულია.

მიმდინარე წელს სოფელ ფარცხნალში 250 ოჯახი გაზიფიცირდა.

საერთო ჯამში, ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი.

ავთო თაბუკაშვილი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს.  მასთან ერთად უფლებამოსილებას ინაწილებს, სპეციალისტი ზურაბ მაღრაძე.

,,2022 წელი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ისლარი , ფარცხნალი,  ახალსოფელი, ოკიშურას დასრულების წელი იყო. წელს წინსწრებით დასრულდა 9 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია,  რომელმაც ოთხი სოფელი დააკავშირა მუნიციპალიტეტის ცენტრსა და კიცხის -ზესატაფონის დამაკავშირებელ გზას. მოსახლეობა  ძალიან კმაყოფილია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, რადგან  რთულ მონაკვეთზე გადაადგილება გამარტივდა.

სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში უბნებში მოიხრეშა ჩიხები, გაკეთდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. დიდი ყურადღება ექცევა წყლის სისტემების მოწესრიგებას, გარე განათების ქსელის მოწყობას.

 წელს ეს პრობლემები იმ უბნებში გადაწყდა სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო.

მაქსიმალურად ვცდილობთ,  მერთან, კობა ლურსმანაშვილთან მუდმივი კომუნიკაციით გადაწყდეს ის პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს.

მომავალი წელი ძირითადად ფარცხნალში  წყლის სისტემების მოწესრიგებას დაეთმობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმართველობის დაფინასებასთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს გამოვიყენებთ.

სოფელ ფარცხნალში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია: წყლის სისტემის მოწესრიგება, უბნებში გზების მობეტონება, გარე განათების მოწყობა დარჩენილ უბნებში, ნაგვის ურნების დამატება და ღუდუმექეთში ბუნებრივი გაზის შეყვნა.

როგორც მერის წარმომადგენელი, ავთო თაბუკაშვილი განმარტავს, მოსახლეობისთვის შუამდგომლობის გაწევა  მერიასთან ძირითადად  წამლებზე, ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, სტიქიით დაზიანებულ სახლებსა და ოპერაცია-გამოკვლევების დაფინანსებისთვის უხდება.

2022 წელს მერის წარმომადგენელმა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ  131 შუამდგომლობა გასცა.

მისთვის, როგორც მერის წარმომადგენლისთვის, მომავალი წლის პრიორიტეტები ასე გამოიყურება:

ა)რეზო თაბუკაშვილის სახლამდე მისასვლელი გზის მობეტონება და გარე განათების დამონტაჟება;

 

ბ) გალაქტიონ ტაბიძე სადაც ცხოვრობდა იმ სახლამდე გზის მობეტონება (70 მეტრი).

 

გ) სოფლის შემოსასვლელში, ფარცხნალის მკვიდრი, ცნობილი მოღვაწეებისა და გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფის მოწყობა.

 

 

ნანახია: 648 - ჯერ