სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0165_1.JPG

ხარაგაულში რა? სად? როდის? მოსწავლეებს შორის გაიმართა

დღეს ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

პირველ ტურში ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია გავიდა, მეორე ადგილი მარელისის საჯარო სკოლამ დაიკავა. თანაბარი ქულებით, მეორე ეტაპზე გადავიდა დაბა ხარაგაულის მერე და ღორეშას საჯარო სკოლა.

თითოეულ გუნდი 6 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. დასმულ  20 ინტელექტუალურ თითოეულ შეკითხვაზე გუნდს პასუხის მოსაფიქრებლად ერთი წუთი ჰქონდა.

მეორე ტურში საუკეთესო გუნდები ცალცალკე ითამაშებენ მრგვალ მაგიდასთან. მათგან საუკეთესო ზამთრის სერიის გამარჯვებული გახდება.  

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე მოსწავლეებს შორის, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა. 

 

ნანახია: 524 - ჯერ