სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ljghsdgh.png

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით , განცხადებას აკეთებს.

 

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე

წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადმოგზავნილი

„ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის

პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“.

საკრებულოს აპარატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

(რეგლამენტის) 85 - ე 108 -ე და 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული

დოკუმენტებს აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე

და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით.

დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული

შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში.

მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 24 ნოემბრს

დღის 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე.

აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში

გაიმართება შემდეგი განრიგით:

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 18 ნოემბერი დღის 11;00

საათი;

საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია

- 18 ნოემბერი დღის 12: 00 საათი;

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის

საკითხთა კომისია 21 ნოემბერი დღის 12:00 საათი;

საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის

კომისია 21 ნოემბერი დღის 11: 00 საათი;

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია 22 ნოემბერი

დღის 11:00 საათი;

კომისიის სხდომები ჩატარდება ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე

განთავსებულ კომისიების სამუშაო კაბინეტებში, მისამართზე 9 აპრილის ქუჩა

N15.

გთხოვთ საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და

ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და

შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს

 

აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის დღის 12:00 საათისა.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის

პატივისცემით საკრებულოს აპარატი

ლენა კალანდაძე

საკრებულოს აპარატი-აპარატის უფროსი

 

დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023


დანართი N 7 განმარტებითი ბარათი


დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო


აპარატის განცხადება


 

ნანახია: 201 - ჯერ