სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_3.JPG

ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს, ხარაგაულის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტის დოკუმენტები წარუდგინა.

სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინეს.

 როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, პროექტი საბოლოო არაა და მერია მზადაა მიიღოს არგუმენტირებული შენიშვნები  2023 წლის ბიუჯეტის პროექტში  ცვლილებების შესატანად.

 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ხარაგაულის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში გაგრძელდება.

პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება.

 

 

დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023


დანართი N 7 განმარტებითი ბარათი


დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო


აპარატის განცხადება


 

ნანახია: 318 - ჯერ