სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0279.JPG

ხარაგაულში საგალობლების საღამო პირველად გაიმართა

 

ხარაგაულის კინოთეატრში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძეს) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით საგალობელთა საღამო გაიმართა.

საგალობელთა საღამოს  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) , მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

საღამოზე საგალობლები მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა.

მუსიკალური პოპური შეასრულა ასევე კულტურისა და ხელოვნების  ცენტრთან არსებულმა „ხარაგაულის კვარტეტმა“.

საზოგადოების წინაშე წარსდგა მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის მგალობელთა გუნდი (რეგენტი, თორნიკე ბაკურაძე).

საქართველოში საგალობლების ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ.

ღონისძიებას უძღვებოდა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და ო. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი, ბათუ კიკნაძე.

საღამოს დასასრულს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დამსწრე საზოგადოება  და სრულად საქართველო დალოცა.

მეუფე მელქისედეკმა, ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე  მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, მამა თომას (ლაცაბიძე), მგალობლებს, საღამოს მონაწილეებს,  და  ხარაგულის მერიასა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. 

ნანახია: 619 - ჯერ