სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/-750x422_1.jpg

12 ნოემბერს ხარაგაულში დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო აქცია ჩატარდება

სამედიცინო აქცია ქრონიკულ დაავადებათა საგანმანათლებლო ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

აქციის ფარგლებში მოსახლეობა უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, რაც ექიმის კონსულტაციასა და ლაბორატორიული კვლევებს გულისხმობს.

მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევებს თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის “მომავლის” ექიმები ჩაატარებენ.

აქცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 11:00 სთ-ზე დაიწყება და  18:00 სთ-ზე დასრულდება.

პაციენტებმა უფასო სამედიცინო კვლევებისთვის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ასევე კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იყვნენ უზმოდ.

სამედიცინო მომსახურება  ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ჰემოსტაზიოლოგის კონსულტაციას მოიცავს.

პაციენტებს ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • გლუკოზა ვენურ სისხლში (1) უზმო
  • გლუკოზა ვენურ სისხლში 120 წთ-ში (2 სთ-ში)
  • B ვირუსული ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა (HBsAg) სწრაფი, მარტივი ტესტით
  • C ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით (ანტი HCV) აივ ანტისხეულებისა და ანტიგენის თვისობრივი განსაზღვრა სწრაფი მარტივი ტესტით (HIV 1&2)(შიდცი) ეკგ (ელექტროკარდიოგრამა)
  • ასევე, პაციენტის სურვილის მიხედვით და ექიმის დანიშნულებით, ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:

    თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
    ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH
    მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH

  •  
ნანახია: 532 - ჯერ