სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074%20-%20Copy.JPG

„შემოდგომის პალიტრის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დღეს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - ,,შემოდგომის პალიტრა" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა.

საპრიზო ადგილები ნორჩ მოყვარულ მხატვრებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი -  ანასტასია შარიქაძე (ლეღვნის საჯარო სკოლა)

მეორე ადგილი - მარიამ ღონღაძე (მოლითის საკარო სკოლა)

მესამე ადგილი - ანა ჭიჭინაძე (კიცხის საჯარო სკოლა)

დიდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი - თამარ კურტანიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა)

მეორე ადგილი - ნათია გუდაძე (წიფას საჯარო სკოლა); ეკა ლომიძე ( ვერტყვიჭალა)

მესამე ადგილი -მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ანა ჭანკვეტაძე (ლაშე)

ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ არევაძე.

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა.

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

 

ნანახია: 457 - ჯერ