სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdkdasd_DSC0135.JPG

3 ნოემბერს ხარაგაულში საგალობლების საღამო გაიმართება

ხარაგაულში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძეს) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით საგალობელთა საღამო გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა თომა (ლაცაბიძე) გვაწვდის.

 საღამოზე საგალობლებს  მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი შეასრულებს.

საღამო ხარაგაულის კინოთეატრში,  ხუთშაბათს, 15 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

ნანახია: 791 - ჯერ