სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/311618439_5517570744946822_4491213025793306461_n.jpg

ინგა თურქაძე შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

კარიერული განვითარების საფუძველზე, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად ინგა თურქაძე დაინიშნა.

 ინგა თურქაძე, ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ინგა თურქაძე პროფესიით იურისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ხარაგაულის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. აქვს ადვოკატად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება.

ნანახია: 664 - ჯერ