სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/309005634_1452218448634241_7851629075520837079_n.jpg

ნანა თხელიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ნანა თხელიძე დაინიშნა.

 

  ნანა თხელიძე ახალ თანამდებობაზე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე დაწინაურდა. მას ამ დრომდე ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.

 

  ნანა თხელიძე წლების განმავლობაში მუშაობდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.

 

ნანახია: 559 - ჯერ