სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0176asdasdasd.JPG

17 ოქტომბერს გივი კურტანიძის ექვსეული მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებს

17 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართება. მაყურებლის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული - ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამრიკო ფცქიალაძე და ბაჩო შველიძე წარსდგება.

შეგახსენებთ რომ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში კუინოთეატრის ფოიეში ყოველ ორშაბათს იმართება.

ექვსეული მაყურებლების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხებს.

თამაშის შემდეგ, გამოვლინდება ხარაგაულის ინტელექტკლუბში პირველი ბროლის ბუს მფლობელი.

შემოდგომის სერიის ფინაშლი, სპონსორების მიერ დაწესებულია სათანადო პრიზები და საჩუქრები.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში კინოთეატრის ფოიეში, ყოველ ორშაბათს, იმართება.

გასულ თამაშებში:

„რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს.ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა.

გასულ ორშაბათს, წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა ითამაშა. ოაზროვნეებმა თამაში 4:6 დაასრულეს.

ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ.

თუ გსურთ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com

ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის?

მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.

 

 

 

 

ნანახია: 535 - ჯერ