სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/309226813_5469433866427177_2317646914959025051_n.jpg

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის მერია ღია და გახსნილია არსამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის.

ხარაგაულში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერთან და მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო და ახალ სოციალურ სერვისებზე გათვლილ პროექტებს ახორციელებენ.

ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მერიის მხარდაჭერით პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” განახორციელა, რაც დაბა ხარაგაულში სოციალური სამრეცხაოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ბენეფიციარები ქალთა მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან.

 ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, ხარაგაულში შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ ახორციელებს.

,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს და განავითაროს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.

ნანახია: 510 - ჯერ