სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/309346250_5469433853093845_7552491213514711565_n.jpg

ორშაბათის ტრადიციული თათბირის მთავარი თემები

,,ჩვენ უკვე ვიწყებთ ზამთრისთვის მზადებას. ამიტომ გთხოვთ წინასწარ განსაზღვროთ და დროულად წარმოადგინოთ იმ ოჯახების სია , რომელთაც მერიისგან საშეშე მერქნის შეძენის აუცილებლობა ექნებათ“- ასეთი განცხადებით დაიწყო ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერმა.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა მერიამ მაქსიმალურად მცირე დროში მოახერხოს აღნიშნული შესყიდვის განხორციელება.

 ტრადიციული თათბირის მთავარი თემა ინფრასტრუქტურა გახლდათ.

 მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ხარაგაულის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, პირველი ტრანშის სახით 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.

ცხრამეტივე პროექტი დასრულებულია .

სამუშაოების დროულად და ვადებში დასრულების გამო მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარის სახით, დამატებითი ბონუსი მიიღო, რომელიც ტენდერებიდან წარმოქმნილ ეკონომიასთან, 142 ათას ლართან ერთად, მუნიციპალიტეტს ახალი პროექტების სახით დაუბრუნდა.

 პირველი ტრანშით დაფინანსებული 19 პროექტი და ბონუსის და ეკონომიებით დამატებული 2 პროექტი - საერთო ჯამში, 21 პროექტი უკვე დასრულებულია.

მათგან წინსწრებით დასრულებულია 6 პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა განხორციელებულიყო.

გამოყოფილი თანხის დროულად და წარმატებით ათვისების გამო ხარაგაულმა დაფინანსების მეორე ლოტი მიიღო.

მეორე ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 2 150 000 ლარი გამოეყო, რასაც თანადაფინანსების სახით 500 000 ლარი დაემატა.

საერთო_ჯამში, მეორე ეტაპზე, 2 650 000 ლარით 11 პროექტი დაფინანსდა.

ახალ პროექტებზე ტენდერები დასრულებულია და მერია გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზეა.

წლის_ბოლომდე ხარაგაულში კიდევ 11 პროექტი განხორციელდება, მათგან რამდენიმე გარდამავალია და თუ ამინდები შესაბამისი იქნება მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები წინსწრებით შესრულდება.

 ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების შერულების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტს შორისაა.

 ხარაგაული ასევე ერთ-ერთი პირველია იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების კუთხით.

სტატისტიკურად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაული ყველაზე მეტ , 171 პროექტს განახორციელებს.

ხელშეკრულება ყველა პროექტზე გაფორმებულია , დასრულებულია 110 პროექტი , სამუშაოები მიმდინარეობს 65 პროექტზე.

დარჩენილია წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი პროექტები. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც მერიას წყლის გამტარ მილებს და რეზერვუარებს მოაწვდის.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელებით ხარაგაული სოფლის მხარდაჭერის პროგრამას დაასრულებს.

2022 წელს ხარაგაულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო.

სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით , ხარაგაულის მერიამ 330 531 ლარის თანადაფინანსება გასწია და ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ, 1 220 531 ლარი შეადგინა.

შემდეგ ორშაბათს მერი, კობა ლურსმანაშვილი , დარგის კურატორთან , დავით დევდარიანთან და წარმომადგენლებთან ერთად სათითაოდ გაივლის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს , სრული და საერთო სურათის შესაქმნელად.

 მერმა თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.

ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ პროექტს ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით“ , ხოლო ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ განახორციელებს.

,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.

 მერმა თათბირის დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერობა მიულოცა მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ინგა ბერაძეს.

კობა ლურსმანაშვილმა კმაყოფილება გამოხატა ხარაგაულის მერიასა და ჟვანიას სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების გამო.

ნანახია: 271 - ჯერ