სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/307121134_5451223728248191_3793412215165356106_n.jpg

რა?სად?როდის? - დღეს, შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართება

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაყურებელს რიგით პირველ სეზონს სთავაზობს.

ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, განცხადებით გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი გამარჯვებულებს 100 ლიტრი საწვავით დაასაჩუქრებს.

შემოდგომის სერია ხუთი ეპიზოდისგან შედგება.

მონაწილეობენ:

დავით კიკნაძის ექვსეული

მარინა ვეფხვაძის ექვსეული

გივი კურტანიძის ექვსეული

დავით ჩადუნელის ექვსეული

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.

დღეს მაყურებლის წინაშე დავით ჩადუნელის ექვსეული წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის სერიის პირველი თამაშის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა.

მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.

 

 

ნანახია: 422 - ჯერ