სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screens.jpg

„პიონერფილმი“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ნორჩ კინომოყვარულებს სტუმრად იწვევს

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაღდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმი“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, პედაგოგებსა და ნორჩ კინომოყვარულებს, ერთობლივი აქტივობების ჩატარების მიზნით, სტუმრად იწვევს.

 ხარაგაულელი ახალგაზრდები 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე თბილისელ ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.

 წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში ქართველ მხატვართა ნამუშევრებს დაათვალიერებენ, ეწვევიან პარლამენტს, გაისეირნებენ ძველ თბილისში, გოგა ხაინდრავას სტუდიაში გაეცნობიან კინოგადაღების ტექნიკას და უშუალოდ დააკვირდებიან გადაღების პროცესს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაესწრებიან ვიქტორ დოლიძის ოპერას - „ქეთო და კოტე“. სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვებს შეხვდება წარსულში კოტეს როლის შემსრულებელი საქართველოს სახალხო არტისტი იმერი კავსაძე. ხარაგაულელთა სტუმრობის დასასრულს კინოს სახლში მეგობრობის საღამო გაიმართება.

ნანახია: 532 - ჯერ