სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286_4.JPG

ცნობილი ინტელექტუალური თამაში ,,რა ? სად? როდის?“ დაიწყო

 

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს რიგით პირველი სეზონის , პირველი თამაში  შესთავაზა.

ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც განაცხადა , რომ გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს.

,,რა ? სად? როდის ? “ შემოდგომის სერიის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მოაზროვნეებმა თამაში 6:4 დაასრულეს.

თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა  მამა თომა (ლაცაბიძე).

დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი  მარინა ხვედელიძე , რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.

ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

ინტელექტუალური თამაშის დასასრულს ხარაგაულის კულუტრისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგის დაწყება დააანონსა.

 ყოველ ორშაბათს,20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.

 მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.

ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.

 

ნანახია: 339 - ჯერ