სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0094.JPG

დღეს ხარაგაულის პირველ ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, ხარაგაულის პირველ ბაღს, მერის პირველი მოადგილე ესტუმრა.

 ვარლამ ჭიპაშვილი, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამარ ლაცაბიძესთან ერთად სასწავლო პროცესს გაეცნო და ბავშვებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 ახალი სასწავლო წელი, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, 523 აღსაზრდელისთვის განახლდა.

 მუნიციპალიტეტში ბოლო 9 წლის მანძილზე 15 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ხუნევში.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი და ერთი სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს.

ნანახია: 214 - ჯერ