სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/307775629_5449126228457941_6512457039408138899_n.jpg

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად წარმართა.

თათბირზე მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

წელს სოფელში ჩატარებულ კრებებზე, მოსახლეობის მიერ 171 საპროექტო წინადადება შეირჩა.

მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხელშეკრულება ყველა პროექტზე გაფორმებულია , დასრულებულია 110 პროექტი , სამუშაოები მიმდინარეობს 65 პროექტზე.

2022 წელს ხარაგაულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 890  000 ლარი გამოეყო.

სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით , ხარაგაულის მერიამ   330  531 ლარის თანადაფინანსება გასწია და ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ, 1  220   531 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს, მოსახლეობის ჩართულობით, სოფლის კრებებზე შემდეგი პრიორიტეტები დასახელდა:

გზების 61 პროექტი - 438  486 ლარი,

გარე განათების 12 პროექტი - 89  215 ლარი

წყლის სისტემები 35 პროექტი - 283  198 ლარი,

სასაფლაოს შემოღობვის 20 პროექტი - 161  450 ლარი

ხიდების 10 პროექტი - 38  353 ლარი

სხვადასხვა კატეგორიის 33 პროექტი - 209  829 ლარი.

ტრადიციულ თათბირს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილეები , დმანისის მუნიციპალიტეტიდან  ელჩინ ოვჩიევი და ანარ ალიევი , პრაქტიკის ტრენერებთან , ჟანა ნემსაძესთან და ინგა ბერაძესთან ერთად  ესწრებოდნენ.

დასწრების მიზანი სამუშაო ფორმატის დაკვირვება, მუშაობის სპეციფიკის გაცნობა  და გამოცდილების გაზიარება  გახლდათ.

ნანახია: 261 - ჯერ