სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246558844.JPG.jpg

ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა მოეწყო   

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში,  ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე, დავით  კიკნაძე,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი მარინე ვეფხვაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა ვარლამ  ჭიპაშვილმა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერის  პირველმა  მოადგილემ  აღნიშნა, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით  სტუდენტობა ყველაზე საუკეთესო პერიოდია.

,,სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდების განვითარება  და  დასაქმება. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  ხარაგაულში გამოიყენებთ.“

პირველკურსელებს მიესალმა და  გზა დაულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ,   საკრებულოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ დავით  კიკნაძემ.  

სტუდენტებმა  ამავე დღეს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.  ამის  შემდეგ  კი  ხარაგაულის  საკათედრო  ტაძარში  გადაინაცვლეს.  ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე)   ახალგაზრდები  დალოცა  და მათთვის   ჯანმრთელობის  პარაკლისი  აღავლინა.

ღონისძიების დასასრულს პირველკურსელებისთვის კაფე-საღამო მოეწყო.

მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 97 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი.

მათგან 100% გრანტი ერთმა, მოლითის  საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულმა,  მარიამ ყურაშვილმა,  მოიპოვა. 

70 %-იანი გრანტის მფლობელი  ოთხი მოსწავლე  გახდა.

 50%-იანი დაფინანსება კი 12-მა კურსდამთავრებულმა  მიიღო.

 

ნანახია: 540 - ჯერ