სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0948.JPG

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მონაწილეები ხარაგაულში სასწავლო პროცესის დაწყების საზეიმო ცერემონიას შეუერთდნენ

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.

 დღესვე, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.

 დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.

ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.

ნანახია: 250 - ჯერ