სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0270.JPG

ბეჟათუბანის და გოლათუბანის მიმდებარე ტყის მასივში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია

 ინფორმაციას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი გვაწვდის.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძარს მოლითის ტყეებში სამი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
 სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის  მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების  დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.
 ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყვნენ  ჩართულნი ხარაგაულის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.
ნანახია: 747 - ჯერ