საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0244.JPG

ხარაგაულის მერია ხანდაზმულებს საკვებ პროდუქტებს ურიგებს

ხარაგაულის მერიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებზე საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფის წევრები. 

პირველადი მოხმარების პროდუქტს ხარაგაულის მერიისგან 206 მარტოხელა მოქალაქე მიიღებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის 78 სოფელში სწორედ ამ სტატუსით ცხოვრობენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხანდაზმულებს სხვა საჭიროებებზეც ესაუბრებიან და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას სთავაზობენ!

ნანახია: 4357 - ჯერ