საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjhjkjk.jpg

ხარაგაულის 78 სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტების შერჩევა დაასრულა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში ჩატარდა. 
ძირითად პრიორიტეტად მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება, გარე განათების სისტემის მოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და სასაფლაოების შემოღობვა აირჩია. 
პროგრამის მეორე ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული იდეები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განიხილება, მომზადდება ხარჯთაღრიცხვები და პროექტები, რის შემდეგაც წარმოდგენილ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გაეცნობა და დაამტკიცებს. 
1 აპრილიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სამუშაოების შესრულების ფაზაში გადავა. არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.

 

 

ნანახია: 6048 - ჯერ