საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_2.jpg

ხარაგაულის მერი მარელისის მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

მარელისის მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობის მოთხოვნით, შედგა შეხვედრა ნიკოლოზ თოფურიძესთან.

მოსახლეობა, მერს პრობლემების შესახებ ესაუბრა.

მათთვის მთავარ პრომბლემად სასმელი წყალი და კორპუსის გარე ფასადი რჩება. მერი მოსახლეობას მიმდინარე წელს მილებით დახმარებას დაჰპირდა, რაც წყლის პრობლემას აღმოფხვრის. ასევე წელს გაკეთდება კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაციის პროექტი.

მოსახლეობას აწუხებს მტვერი, რომლიც ფონა-ძირულას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წარმოიქმნება, თუმცა ამ პრობლემას გაგებით ეკიდებიან და მოუთმენლად ელოდებიან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსში 24 ოჯახი ცხოვრობს. 

ნანახია: 575 - ჯერ