სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0062.JPG

საერთო კრება ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულში დასრულდა!
ბოლო შეხვედრები გაიმართა ლეღვანის, მარელისის, დიდვაკისა და პატარა სახვლარის მოსახლეობასთან, სადაც საერთო კრების ფორმატში მოსახლეობამ მცირე პროექტები შეარჩია.
ლეღვნის მოსახლეობამ, რომელთაც 16 000 ლარი მცირე პროექტებზე უნდა გაეხარჯათ, სოფელში სუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭეს პრიორიტეტი და აღნიშნულ თანხას მთლიანად გზების რეაბილიტაციას მოახმარენ.
მარელისში 12 ათასი ლარით წყლის სისტემას გამართავენ ტაბატაძეების, ლეკურიანიშვილების, კელასაურის და ბერაწმინდის უბნებში. ნაწილი თანხით ქურდაძეების უბანში გზის ამორტიზებული მონაკვეთის შეკეთება დაიგეგმა.
დიდვაკის მოსახლეობა 10 000 ლარს საუბნო გზების შეკეთებასა და სკვერის რეაბილიტაციას მოახმარს.
პატარა სახვლარის მოსახლეობა ასევე, 10 000 ლარს წყლის მილებს შეიძენს და სოფლის ცენტრალურ გზას შეაკეთებს.
ნანახია: 2963 - ჯერ