სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/85113009_2674968932750263_2274599278208876544_o.jpg

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებები ჩატარდა

კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთი სოფლიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება ოთხ სოფელში შედგა.

ერთი იდეის გარშემო ვერ ჩამოყალიბდა თეთრაწყაროს მოსახლეობა, რის გამოც კრება გადაიდო!

სოფელ ბორის მოსახლეობამ, 12 000 ლარი სამ პროექტეზე გაანაწილა. აღნიშნული თანხით მოაწყობენ ჭაბურღილს ფაიქრიძეების უბანში, მოხრეშავენ საუბნო გზებს და დარჩენილი თანხით მოაწყობენ გარე განათებას.

სოფელ კიცხში, სადაც 16 000 ლარია გამოყოფილი პრიორიტეტი საუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭეს, ამავე თანხაში გააკეთებენ ასევე, ბეტონის სანიაღვრე არხს ერთ-ერთ უბანში და მოაწყობენ მოსაცდელს.

კიცხის ოგორეთში 10 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მოსახლეობა წყლის სათავე ნაგებობას შეაკეთებს და საუბნო გზებს მოხრეშავს.

სოფელ საქარიქედის მოსახლეობამ გადაწყვიტა კუთვნილი 12 000 ლარი ასევე, საუბნო გზების მოხრეშვას, წყლის სათავე ნაგებობაზე დებეტის დამატებას და გარე განათების მოწყობას მოახმაროს.

სოფლის საერთო კრებები კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა.

ნანახია: 4692 - ჯერ