სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0950.JPG

ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხთან ახლოს

 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხარაგაულის 50-ზე მეტ სოფელში გაკეთდა როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის ათეულობით დასახლებული პუნქტი, სადაც უგზოობის პრობლემა მწვავედ დგას. 
 მათ შორისაა, სოფელ ბორითიდან ერეთა-მდინარისკენ მიმავალი გზა. აღნიშნულ სოფელში 30 ოჯახი ცხოვრობს. 2 კილომეტრიან გზაზე, დაახლოებით 100 მეტრამდე მონაკვეთი, წვიმების დროს, განსაკუთრებით გაუვალია. 
 ერეთა-მდინარის მოსახლეობას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი შეხვდნენ. მათ ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს გზის ამორტიზებული მონაკვეთი და მოსახლეობასთან შეთანხმებით, პირველ ეტაპზე მისი შეკეთება დაგეგმეს. 
რაც შეეხება აღნიშნულ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით პროექტი მზადაა და ის ახლა ექსპერტიზას გადის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ბორითიდან ერეთე-მდინართან დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 2020 წელს აუცილებლად განხორციელდება. 

ნანახია: 412 - ჯერ