სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dgyhjukl%2Cj.jpg

რა პრიორიტეტები შეარჩია თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე მთავარ პრიორიტეტად წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა დაასახელა. 
თეთრაწყაროში ვეფხვაძეების, გველესიანების, გიორგიძეების, ბერაძეების უბნებისთვის წყლის მიწოდებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება.
კიცხის იგორეთში ასევე წყლის პრობლემას 10 000 ლარი მოხმარდება. ამდენივე თანხა დაიხარჯება საქარიქედის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად. 
სოფლის საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ტენდერების გამოცხადება. 
სოფლის საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხიკვაძე და მაჟორიტარი დეპტატი აკაკი ლურსმანაშვილი დაესწრნენ. 

ნანახია: 4201 - ჯერ