სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48413084_587454251667449_4961137661575168000_n_2.jpg

ხარაგაულელი ანი ბლიაძე - იმერეთის წარმატებული სპორტსმენი კალათბურთში

ხარაგაულელი კალათბურთელი გოგონა ვერტყვიჭალიდან, ანი ბლიაძე(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) სეოკ იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა  „წარმატებული სპორტსმენის“ დიპლომით დააჯილდოვდა.

 დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წლის წარმატებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

იმერეთის რეგიონის წლის წარმატებული სპორტსმენები სპორტის სხვადსხვა სახეობებში გამოვლინდნენ, რომელთა დაჯილდოება საზეიმო გარემოში წარიმართა. წარმატებული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით   ოლიმპიური კომიტეტის ქუთაისის წარმომადგენლებმა დააჯილდოვა.

ანი ვერტვიჭალის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მას განსაკუთრებით უყვარს  სპორტის ეს სახეობა და კალათბურთელი გოგონების დიდი გულშემატკივარია.

ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, 2018 წელს,  იმერეთის ჩემპიონატის  გამარჯვებული გახდა. ხოლო, ამავე წელს გოგონებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვეს.  

ნანახია: 1727 - ჯერ