სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dfghjfhjk%2Cjk%2C.jpg

ხარაგაულის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხის განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ესწრებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილთან ერთად, დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 767 000 ლარით გაიზარდა და 7 725 800 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს წევრების შეფასებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა სრულად პროგრამული არ არის. 
სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის სახელით ბიუჯეტი დადებითად შეაფასა და წევრების მხრიდან, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელთაგან მერიამ ნაწილის გათვალისწინება მოახერხა, ნაწილის - ვერა.
დადებითად შეაფასა, 2019 წლის ბიუჯეტი ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, გასულ წელთან შედარებით გაცილებით ეფექტურია, თუმცა იქვე განმარტა, რომ მერიამ ფრაქციის შენიშვნებიდან, რომელიც ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებაში თანხების გაზრდას და ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას გულისხმობდა - არ გაითვალისწინა. 
„ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გივი თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია და აუცილებელია ბიუჯეტის 2% მაინც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაიხარჯოს. მან აღნიშნულ მუხლში 10 ათასი ლარის განსაზღვრა არასაკმარისად მიიჩნია, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო.
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფო ეფექტურ პროექტებს ახორციელებს, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის კუთხით კონკრეტული პროგრამის დაფინანსების მიზნით მერიისთვის ინიციატივით არავის მოუმართავს და თუ, ასეთს ექნება ადგილი 2019 წელს ამ მიმართულებით თანხებს აუცილებლად გაზრდიან. 
ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ, მუნიციპალიტეტის მერია ამა თუ იმ ფერმერული მეურნეობების განვითარების მიზნით, რაიმე საკონკურსო პროექტს შეიმუშავებს, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნებათ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ პირებს. 
როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ სხდომაზე აღნიშნა წარმოდგენილი წინადადება მისთვის მისაღებია და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაობის გაგრძელება შეიძლება.
დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მერს კონკრეტული კითხვით მიმართა თუ, რას ფიქრობს ის ა(აიპ) „სათნოების სახლისა“ და „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“

ნანახია: 1158 - ჯერ