სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0226_1.JPG

დოღი და ქართული ჭიდაობა - ვახანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა

ხარაგაულში საერთო სახალხო დღესასწაული ვახანლობა გაიმართა.
ვახანლობა ხარაგაულში უკვე 28 წელია ტარდება. ამ დღეს სოფელში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება. 
დოღი, მკლავჭიდი და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - ეს სპორტის ის სახეობებია, რომელშიც აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივები, ისე მეზობელი სოფლის ახალგაზრდები.
ტრადიციულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან ერთად, ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. 
ხარაგაულის მერიისგან დოღში გამარჯვებულ გოგა ფერაძეს 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ მერაბ თიკანაშვილს -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი არევაძეს - 50კგ. 
საერთო სახალხო დღესასწაული, ბოლო წლებია, რაც გარდაცვლილი რეინჯერის, სოფელ ვახანის მკვიდრის, მერაბ არევაძის სახელს ატარებს.

ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული ხარაგაულში მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით და მხარადაჭერით ხორციელდება.

 

ნანახია: 1184 - ჯერ