სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0127.JPG

20 აგვისტოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა 20 აგვისტოს  11 საათზე გაიმართება. 

 სხდომაზე ბიუროს წევრები შემდეგ საკითხებს განიხილავენ

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: გივი თხელიძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

  მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების       400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;  

მომხს: ჯაბა ბერაძე

4. ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

მომხს: თეა ბერიძე

 

 

 

ნანახია: 826 - ჯერ