საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/53435047_2435808669785574_821032880380575744_o.jpg
22/03/2019 12:43

ხარაგაულში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის შესაძენად საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „არქ დიზაინ მშენთან“ - ხელშეკრულება გაფორმებული. პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს. საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ხარისხიან წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. მოხდება ასევე რეზერვუარის მოწყობა და კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენა. ხარაგაულში სულ, წყლის ორი სათავე ნაგებობაა: ლეღვნის და პატარა ხარაგაულის. ნალექის მოსვლის შემთხვევაში ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა,  რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრი წყლის მიწოდებას აჩერებს და ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. მეორე სათავე ნაგებობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ამ წყლით მხოლოდ ახალი საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.
სრულად

22/03/2019 12:35
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghxfbxcb.jpg
20/03/2019 11:08

ხარაგაულის უხუცეს ქალბატონს 102 წლის იუბილე მიულოცეს

ხარაგაულის უხუცეს ბებოს, შუშანა გელაშვილს 19 მარტს 102 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამს ახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მიულოცეს. უხუცესი ქალბატონი სოფელ წაქვაში ცხოვრობს. მას 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 8 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ხოლო ერთადერთი შვილი სამი წლის წინ გარდაეცვალა, რომელსაც ყოველთვის დიდი გულისტიკივილით იხსენებს. ხარაგაულის უხუცესი ბებო, მეხუთე თაობის შთამომავლებში თავს კარგად გრძნობს და იუბილეს მათთან ერთად ბედნიერი ხვდება. ხარაგაულის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს. იუბილარ ქალბატონს აღნიშნული თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjmcbvnc_1.jpg
18/03/2019 16:51

ვერტყვიჭალაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში, გზა მობეტონდება

დაიწყო გზის მშენებლობა სოფელ ვერტყვილაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთს, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 151 068 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდერი-2018“ ასრულებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gbjkvnh.jpg
18/03/2019 16:46

ბუდიანეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან და  ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილითან ერთად, სოფელ ბუდიანეთში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბუდიანეთში ბეტონის საფარი 900 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfghcxfbg_1.jpg
18/03/2019 16:26

საბე-სარგვეშის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის    პროექტის განხორციელებას მოაწერა ხელი. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის  4კმ.-იანი მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც რეგიონული განვიტარების ფონდიდან 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მიმდემი“ განახორციელებს.  სახელშეკრულებო ვადებით ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2019 წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gkjkbnm%2Cy_1.JPG
13/03/2019 11:09

ნადაბურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირველ მოადგილესთან არჩილ მაღრაძესთან ერთად, ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ნადაბურის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 428 მეტრიან გზას. სამუშაოებს  შპს „საპოვნელა“ ასრულებს. პირველმა პირებმა, ასევე, მოინახულეს ხიდ-ბოგირებისა და ციციქიურის უბანში  გაბიონის მშენებლობის პროცესი, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ ხიდ-ბოგირს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან არის დაფინანსებული. ციცქიურში გაბიონის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 69 800 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამუშაოებს ასრულებს  „ლოდი პლიუსი“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmhmvb_1.JPG
12/03/2019 16:12

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. სასწავლებელში მსურველები მეფუტკრეობას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს,  ფეხსაცმლის დიზაინს, თექისა, ჭრა-კერვის, ქსოვისა (მაკრამეს) და  ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრის სამ თვიან კურსს გაივლიან. სასწავლებელში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები მიიღებიან, რომლებიც უფასოდ შეისწავლიან მათთვის სასურველ პროფესიას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობა სასწავლებლის ადმინისტრაციაში. სასწავლებელი განთავსებულია სოლომონ მეფის N19 -ში, პოლიციის ყოფილ ძველ შენობაში, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და ასევე აღიჭურვა საჭირო ავეჯით. არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ დამფუძნებლისა და პროექტის კოორდინატორის მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით  სასწავლებელში  მსურველთა საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს და ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ  სწავლება დაიწყება. პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის  საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით, სულ თერთმეტი პროფესიული  სასწავლებელია შექმნილი. ხოლო იმერეთის რეგიონში პირველი ხარაგაულია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjngh_1.jpg
11/03/2019 14:30

ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 11 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა. პატარა ხარაგაულის სკვერში გათვალისწინებულია პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონის დამონტაჟება და სპორტული მოედნის მოწყობა.  მთლიანად განახლდება ხარაგაულის მერიის წინ მდებარე სკვერი. პროექტის ღირებულება 168 778 ლარს შეადგენს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჭედა“ ასრულებს. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. ხარაგაულში არსებული სკვერები: 1. ჩოხოსნების სკვერი; 2. თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერი; 3. მერიის წინ, 9 აპრილის ქ. N15-ში მდებარე სკვერი; 4. ვეფხვია ღონღაძის სახელობის სკვერი; 5. დაბაში, ცენტრალური პარკის წინ მდებარე სკვერი (მემორიალთან); 6. დაბაში 9 აპრილის სახელობის სკვერი (ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან); 7. ე.წ. „დევების სკვერი“ 8. ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი; 9. ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სკვერი; 10. პატარა ხარაგაულში მდებარე სკვერი; 11. დაბაში სპორტსკოლის მიმდებარედ არსებული სკვერი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/khkjhkjh.jpg
11/03/2019 14:25

ზაურ ბერაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქარველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. პირველ დღეს, ქართველმა ფალავნებმა 4 მედალი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს. ხარაგაულელი ზაურ ბერაძემ (86 კგ) კი, 10 მარტს, გადამწყვეტ ბრძოლაში, ბელარუს პაჰასიანს 4-2 მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ვულოცავთ ზაურ ბერაძეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!        
სრულად