სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1156.JPG

ჩხერის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში სასოფლო გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო!

 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „მეკა“ 300 027 ლარად შეასრულებს!

ბეტონის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონით მიმდინარეობს, გზის სიგანე 3 მეტრია.

ჩხერის გზის პროექტი გარდამავალია, მომავალ წელს გზის დაგება ე.წ. „მელისკარის“ უბნისკენ გაგრძელდება.

„სოფელ ჩხერში ხარაგაულიდნ გზა ორი მიმართულებით მიდის, ერთ მხარეს ბეტონის საფარი 2017 წელს დავაგეთ, წელს მეორე მხრიდან კეთდება. მალე ჩხერის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელიც სოფელ ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტრის მშენებლობას გაეცნო.

ნანახია: 2215 - ჯერ