სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed_2.jpg

ხარაგაულში, დეკორატიული ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა უახლოს დღეებში დაიწყება

კამელია, ნაძვი, ირმის რქა, ემონიუსი, ინდიკა, კალესტემონი, აზალია, სურო, პალმა, ჰორტენზია, ფიტოსფერეთი, მაგნოლია - ეს იმ ხე ყვავილების ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე ხარაგაულის ქუჩებს, სკვერებსა და ცენტრალურ პარკს დაამშვენებს.

,,კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს შეძენილი დეკორატიული ხეების, ბუჩქების და ყვავილოვანი ხეების რაოდენობა ყველაზე მასშტაბურია.

 

299 ძირი მრავალწლოვანი მცენარის დარგვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

მაისის ბოლოს სკვერებსა და გაზონებს ერთწლოვანი კულტურებიც შეემატება, ნერგების გამოყვანას და დათესვას ,,დასუფთავების და კეთილმოწყობის“ გაერთიანება საკუთარი ძალებით მოახდენს.

 

მნიშვნელოვანია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაიზიაროს თითოეულმა ხარაგაულელმა, რათა ახალი ნარგავები დიდხანს ალამაზებდეს ჩვენს ხარაგაულს.

 

ნანახია: 386 - ჯერ