სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0439.JPG

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება

დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა , მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად დაათვალიერა.

,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს:

ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,

 საინფორმაციო დაფის და  სკვერის შიდა სივრცის კეთილმოწყობას.

პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში,

სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდება სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები .

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 282 000 ლარით დაფინანსდა.

 

ნანახია: 632 - ჯერ