სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-165aaefsgsdgsrgergergerg.jpg

ხარაგაულის სოფლებში  სპეციალური ტექნიკა დღეს აქტიურად მუშაობდა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალო კონტაქტზე იმყოფება თითოეული სოფლის წარმომადგენელთან და პრიორიტეტების მიხედვით ხდება გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა და  დავალებების გაცემა. 
მობილიზიბულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
 
სამუშაოები ამ წუთებამდე გრძელდება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
 
დღის განმავლობაში გზები გაიწმინდა სოფელ კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ხონში, ლახუნდარაში,ბუდიანეთში, დეისში,ლეღვანსა და მარელისში, ასევე გაიწმინდა ვანის და საღანძილის ცენტრალური სასოფლო გზები.
ა(ა)ი.პ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანები"- ს მიერ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა  ოკიშურას, თეთრაწყაროს, საქარიქედის, კიცხის მიმართულებით.
 
 
ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში,  ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათთვის დახმარების და  მომსახურების გაწევა.
 
ნანახია: 1182 - ჯერ