სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0115.JPG
19/09/2018 17:53

ხარაგაულის მერი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეის მერი ნიკოლოზ თოფურიძე  და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე სოფელ ლახუნდარისა და წყალაფორეთის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ღიად ესაუბრა. ძირითადი საკითხები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შეეხო. ადგილობრივების წინაშე ასევე მწვავედ დგას ხე-ტყის მოპოვებისა და სოციალური საკითხები. პრიორიტეტად სოფლებში გზების რეაბილიტაცია და წყლის სისტემის მოწყობა დასახელდა.   მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ესაუბრა და მათ მერიის სამოქმედო გეგმა გააცნო. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მისივე განმარტებით 2017-2018 წლებში წყალაფორეთის ადმინისტარციულ ერთეულში საგზაო ინფრტასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილონ 174 ათასი ლარი გამოიყო. შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხონის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დროულად დაწყება მოითხოვა, მათი განმარტებით გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოიყო თანხა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს  აგვიანებს. მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის  განცხადებით მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები 5 იანვრამდე უნდა დაასრულოს, თუ კომპანია აღნიშნულ პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს დაჯარიმდება ან  შეუწყდება ხელშეკრულება.  მოსახლეობასთან შეხვედრისას ნიკოლოზ თოფურიძემ   აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალსა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Screenshot_1ldskjhalhfal.jpg
18/09/2018 13:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განახლებული ვებ გვერდი და ახალი მისამართი kharagaulinews.gov.ge

kharagaulinews.gov.ge გაცნობებთ, რომ განხორციელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის რებრედინგი და იგი განახლებული დიზაინითა და ახალი მისამართით ( kharagaulinews.gov.ge ) შევიდა ექსპლუატაციაში. ვებ გვერდის ახალი ვერსია გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტურია. საიტი არის ე.წ. რესპონსივი, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის ტელეფონით მომხმარებლებისთვის იგი უფრო ხელსაყრელი და ადვილადმოხმარებადია.  ვებ გვერდის ახალ ვერსიაში ინფორმაციები უფრო მოკლედ, კონკრეტულად და მკაფიოდაა წარმოდგენილი. განახლებულ ვებ გვერდზე დატანილია ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ -ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ. ვებ გვერდს ზედა მარჯვენა კუთხეში არის ჩანართი წარწერით - საიტის ძველი ვერსია, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია, სადაც ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ხარაგაულის შესახებ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dsrfgdfgdgdhhmkjhk%2Cbn.jpg
17/09/2018 17:25

 ხარაგაულში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს

შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ.  ასოციაციის (ხელმძღვანელი Kale spens) წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და გამოკვლევების ჩასატარებლად კონკრეტული დეტალები განიხილეს. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში გამოკვლევებს ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი, 20-21 სექტემბერს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების ექიმებს, ექთნებს, ასევე, უბნის ექიმებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სემინარს ჩაუტარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმები, თავისუფალ დროს, ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სხვა ბენეფიციარებსაც გამოიკვლევენ.  შვედი ექიმების ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება. გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლებმა ხარაგაულში 850 ადამიანი გამოიკვლიეს და მათ შორის 70 ბენეფიციარს 100 000 ლარის ღირებულების სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადასცეს.  სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ვიზიტის ინიციატორი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი გახლავთ.  ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/asd.JPG
17/09/2018 17:20

ბიუროს სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 10 საკითხი განიხილეს. ბიუროს წევრებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში (2017 წ. 2018 წლის აგვისტომდე) გაწეული მუშაობის შესახებ ამავე სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. იხილეთ დანართი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა დეპუტატებს ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ინფორმაცია გააცნო. ცვლილების თანახმად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან უმცროსი სპეციალისტის შტატი გადაინაცვლებს კოორდინაციის განყოფილების კიცხის ადმინისტრაციული ერთეულში. ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე); იხილეთ დანართი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი) 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი). დეპუტატები ზემოაღნიშნულ საკითხებს 1 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს. ბიუროს სხდომაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი, ხათუნა მანჯავიძე და ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი, თემურ ფურცელაძე. საუბარი შეეხო ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მიერ გაკეთებულ პროექტს, რომელიც ხარაგაულში ნარჩენების სეპარირებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოლიეთილენის ბოთლებისთვის სპეციალური ურნების განთავსებას ითვალისწინებდა. ხათუნა მანჯავიძის განცხადებით: „ფინანსების ამოწურვის შემდეგ, პროექტი მოტივაციის გაზრდისთვის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ნარჩენების მართვა ხარაგაულის დასუფთავების სამსახურს უნდა განეხორციელებინა თუმცა, დღეს, პოლიეთილენის ბოთლების დაპრესვა აღარ ხდება, ხოლო, პრესი, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტს გადაეცა დაზიანებულია. რომელ ეკოლოგიაზეა საუბარი, როდესაც ამდენ პოლიეთილენის ბოთლს ვმარხავთ, მე ეს პროექტი ქვეყნის სიყვარულით გავაკეთე, ახლა კი ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეწყდა პროექტის დაფინანსება“ - აცხადებს ხათუნა მანჯავიძე. თემურ ფურცელაძის განმარტებით, დასუფთავების ა(ა)იპ-ის თანამშრომლები გარკვეული პერიოდი უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას სამუშაოების განხორციელებაში. „ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ პრესი დაზიანებულია, ნარჩენების შესაგროვებლად არც სპეციალური ტექნიკა გვყავს და არც სახსრები გაგვაჩნია. ამ ყველაფერთან ერთად, პროექტი სამართავად მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ გადასულა, შესაბამისად, სამუშაოებსაც ვერ განვახორციელებთ“ -განაცხადა თემურ ფურცელაძემ და დასძინა, რომ თავად პროექტი ძალიან კარგია და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/tyhgkjhgjkghj.jpg
17/09/2018 15:01

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ტრადიციულ თათბირზე საუბარი, ძირითადად, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის პრობლემას შეეხო. მერის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტიური ხდება საშეშე მერქნის მოპოვების საკითხი, ამიტომ ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ ხარაგაულის სატყეო უბნის ხელმძღვანელთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის დალაგებაში, რათა მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს ტყე-კაფების გამოყოფა. შეხვედრაზე მერმა, ამ დროისთვის, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfgjdhkjklhkl.jpg
17/09/2018 14:57

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად, N3 და N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო წელი ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში განახლდა. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კი, სწავლა 24 სექტებერს დაიწყება. ხარაგაულის სკოლებში წელს 176 პირველკლასელი ჩაირიცხა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfsdfsdgjm%2Cjk%2C.JPG
14/09/2018 17:03

ხარაგაული-საჩხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან  ერთად, სოფელ ნადაბურში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, სანდრო ლეჟავასა და ვასილ ფეხმაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი  გზის პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნადაბურში იგეგმება ხიდის მშენებლობა მდ. ძირულაზე, ასევე, 2 500 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია სოფელ ნადაბურსა (1 კმ.) და ციცქიურში (1.5 კმ.). შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს  ნადაბურის ცენტრალური გზის (6 კმ.) რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 727 502 ლარით აფინანსებს. საერთო ჯამში, ორივე პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0069.JPG
13/09/2018 17:29

ხარაგაულის მერმა სხლითის და ვანის მოსახლეობას მოუსმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, სოფელ სხლითის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ორ სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  ხარაგაულის მთიანი სოფლების ძირითადი გამოწვევა დაზანებული ინფრასტრუქტურაა. ვანში 4 კმ-იანი გზა 2017 წელს დაიგო, გზის რეაბილიტაციას ითხოვს სხლითის მოსახლეობაც. მერის ინფორმაციით, სხლითში 3კმ-მდე გზა 2020 წელს მობეტონდება.  სხლითის და ვანის მოსახლეობა, სოფლებში მოძველებული წისქვილებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას ითხოვს.  ნიკოლოზ თოფურიძის და არჩილ მაღრაძის განცხადებით, ხიდ-ბოგირების აღდგენა 2018-2019 წლებში ყველა სოფელში დასრულდება. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური, რათა წისქვილების რეაბილიტაციიის საკითხი დადებითად გადაიჭრას. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0172.JPG
13/09/2018 17:28

მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მერს შეხვდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  პროექტის ფარგლებში - „ჩვენ აქ ვართ“ შექმნილ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. კომიტეტში გაერთიანებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, რომელთაც კარგად ესმით მათთვის საჭირო და აუცილებელი მოთხოვნები. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  ხელმძღვანელმა, რუსუდან გურგენიძემ მუნიციპალიტეტის მერს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად, წარუდგინა ის ინიციატივები რაც მათ ერთობლივად შეიმუშავეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  2019 წლის ბიუჯეტში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246.JPG
13/09/2018 14:40

განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადებით, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  ვარლამ ჭიპაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს და მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარუდგენს. შეხვედრა 21 სექტემბერს, 10 საათზე, ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ეზოში გაიმართება. იხილეთ დანართი.            
სრულად