წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/88220534_2848126935246578_4162056097051443200_o.jpg

ბიუროზე წარდგენილ საკითხებს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი მოისმინა. 
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
 
საკითხები მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა. 
 
ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის საკრებულო 9 მარტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. 
ნანახია: 4290 - ჯერ