წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 6 მარტს რიგგარეშე სხდომას მართავს

სხდომაზე ორი საკითხი იქნება განხილული 

პირველი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;


მეორე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

ორივე საკითხს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე წარუდგენს. 

ნანახია: 4547 - ჯერ