წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

2 მარტს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 მარტს მორიგ სხდომას გამართავს. 

სხდომაზე განიხილავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელსაც ნიკოლოზ თოფურიძე თავად წარადგენს.

დეპუტატები მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს და

ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშს.

გარდა ანგარიშებისა, სხდომაზე, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური წარადგენს ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის, N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით  ორი წლის ვადით  შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“  (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხს წარადგენს მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე, რომელიც ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა  ნუსხის  დამტკიცების შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ ისაუბრებს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი კი, დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს წარუდგენს საკრებულოს. 

საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე რვა საკითხს განიხილავს, რომელიც 2 მარტს დილის 10 საათზე დაიწყება. 

ნანახია: 3414 - ჯერ