წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

29 იანვარს საკრებულოს ბიურო მერის ანგარიშს მოუსმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, 29 იანვარს, 11 საათზე, რიგგარეშე სხდომას გამართავს!

ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოუსმენენ.  ანგარიშს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე წარადგენს!

სხდომაზე ასევე, განიხილავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე წარადგენს საკითხს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას 3 თებერვალს გამართავს!

                                                                                   

 

ნანახია: 4345 - ჯერ