წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0015_1.JPG

ხარაგაულის საკრებულომ წლის პირველი სხდომა გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020   წლის  პირველი მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. 

მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. საკრებულოს სხდომაზე მყოფი 20 დეპუტატიდან შეფასებისგან თავი მხოლოდ ორმა დეპუტატმა შეიკავა;

ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ ასევე, წარმოადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გასულ წელს, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში; ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და პროექტებზე. დეპუტატებმა საბჭოს საქმიანობა ერთხმად დადებითად შეაფასეს;                                                                                                                                 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად გაწეული საქიანობის შესახებ დეპუატატებს ინფორმაცია გააცნო, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ. რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

ჯაბა ბერაძემ ასევე დეპუტატებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში

გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში

ნანახია: 4702 - ჯერ