წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141_1.JPG

ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

დღეს საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ ანგარიშში მერიის სამსახურებისა და ა.ა.(ი)პ-ის საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა ისაუბრა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა დეპუტატებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 3 ივლისის #50/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე.

დღესვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ბიუროს წევრებს ინფორმაცია გააცნო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა.

წარმოდგენილ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 ნოემბრის მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს.

ნანახია: 4395 - ჯერ