წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042.JPG

საკრებულომ სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად პროექტები მოიწონა

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, სამ საკითხზე იმსჯელეს.

დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა,
პეტრე შარიქაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი.

საკრებულოს წევრებს მოსაწონებლად ის პროექტები წარედგინათ, რომლებიც თანხის გამოყოფის შემთხვევაში განხორციელდება.

1. სოფელ ბორითში ანგარის უბნის ხიდის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 90 000 ლარი;

  1. სოფელ ღორეშაში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 60 000 ლარი;
  2. სოფელ ლეღვანში სახიდე გადასასვლელის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი;
  3. სოფელ ვარძიაში სახიდე გადასასვლელი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი;
  4. სოფელ ვანში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი.

საკრებულოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

ნანახია: 5569 - ჯერ