წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი სამი საკითხი:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ;

მომხსენებელი: თემურ თაბუკაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი; ჯაბა ბერაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

აღნიშნული საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 20 მარტის სხდომაზე განიხილა.

ნანახია: 4241 - ჯერ