წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/_DSC0057.JPG

კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

21 იანვარს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის კინოთეატრში გაწეული საქმიანობის შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას, მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია, იმ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა მიღებაშიც პირადად იყო ჩართული.

კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

ნანახია: 5749 - ჯერ