სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1207.JPG

სოფლის პროექტების შერჩევა საღანძილის თემში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა!

საერთო კრების ფორმატში ადგილობრივებმა სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს და ხელმოწერით დაადასტურეს.

2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჯაფაროულისთვის 10 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული თანხით მოსახლეობამ, ერთსულოვნად გადაწყვიტა გააკეთონ; სანიაღვრე არხი ზურაბ ღონღაძის უბანში, შეიძინონ 5 ტონიანი წყლის ავზი და გააგრეძელონ გარე განათების მოწყობა სოფლის ცენტრალურ გზაზე.

სხლითის მოსახლეობამ 10 000 ლარით სოფელში არსებული ხიდბოგირისთვის ზედაპირის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ამ თანხაში იქაური მაცხოვრებლები, ასევე, ლომსაძეების უბნისა და საღანძილე-სხლითის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვას გეგმავენ.

ვანის მოსახლეობამ გამოყოფილი 10 000 ლარით წისქვილის რეაბილიტაციას მიანიჭა უპირატესობა.

საღანძილეში კი, 12 000 ლარი ნოდარ ყრუაშვილის უბანში გზის მოხრეშვაზე და ავთო კიკნაძის უბანში გზის პატარა მონაკვეთის მობეტონებაზე გადაანაწილეს.

ზარანის მოსახლეობა 10 000 ლარს კურტანიძეების უბანში გარე განათების სისტემის მოწყობას, თაბაგრების უბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას და მელისკარის უბანში გზის მოხრეშვას მოახმარს.

ჩხერში 12 000 ლარად მოაწყობენ საყრდენ კედელს ელგუჯა ლურსმანაშვილის სახლთან და დაიწყებენ გარე განათების სისტემის მოწყობას დიტო ღონღაძის სახლიდან.

სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.

ნანახია: 4162 - ჯერ